„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა და პარტიული სიის მერვე ნომერმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ის ღია წერილში წერს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების, პირადი და დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიას ოთხი მანდატი აქვს მიღებული.