ზალკანიანი კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას უპრეცედენტოს უწოდებს
26 ივნისს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას საგარეო საქმეთა მინისტრი უპრეცედენტოსა და ისტორიულს უწოდებს. დავით ზალკანიანის შეფასებით, საკანონმდებლო აქტი საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის დასტურია.
გარდა ამისა, კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს ორპარტიული წერილით მიმართეს.