დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტი პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაასრულა

დავით ზალკალიანმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი პრეზიდენტის მრჩეველთან, ფიონა ჰილთან შეხვედრით დაასრულა. მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც რეგიონში ამერიკის მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლი.

ამერიკა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და თანადგომას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.