დავით ზალკალიანის ვიზიტი რუმინეთში 

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას – ამაზე საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. მინისტერიალში წელს პირველად მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის იყო ის მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან. მხარეებმა იმსჯელეს ნატოსთან ურთიერთობასა და ნატოს მომავალი სამიტის მოლოდინზე.