დავით ზალკალიანის ვიდეოკონფერენცია ადამ სმიტთან

უკრაინის ომი და რეგიონში შექმნილი სიტუაცია განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. ვიდეოკონფერენციის დროს, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.