ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის მოსმენა დაიწყო. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დავით ზალკალიანმა დეპუტატებს საკუთარი უწყების პრიორიტეტები გააცნო. მთავარი ამოცანა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციაა. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესს მოსკოვი გაასმაგებული მცდელობებით ეწინააღმდეგება. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ თემად დასახელდა საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. ამ კონტექსტში ზალკალიანმა დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაც ახსენა და კანონმდებლებს ცოტა ხნის წინ მოპოვებულ 82 წლის წინანდელ რუქაზე ამერიკული კომპანიის დასკვნაც გააცნო.
თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს დავით ზალკალიანის მოსმენას.