რა უთხრა დავით ზალკალიანს სერგეი ლავროვმა, – ნიუ იორკში რუს კოლეგასთან პირისპირ გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბარი საქართველოს პირველ დიპლომატს დღეს პარლამენტში მოუხდა.
საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ ლავროვთან აუდიენციის გარშემო დაისვა. კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა პროცესები უძღოდა შეხვედრის დაგეგმვას წინ, გუნდიდან ვისთან შეათანხმა ზალკალიანმა რუს დიპლომატთან შეხვედრა და რა შედეგები მოჰყვება ამ აუდიენციას. კითხვა-პასუხის რეჟიმი პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.
თეონა მანაგაძე დეტალებით.