„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვის დაწყება ადასტურებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებას, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადები ევროკომისიას გადაეგზავნოს.