დავით ზალკალიანის განცხადება

ოპოზიციის განცხადებებს დიალოგის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება, რომელიც წინაპირობებით არის დატვირთული, წარმატებული ვერ იქნება. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება ქვეყნის გამარჯვება იქნება. მინისტრმა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგან.

მოამბე