კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოს წევრობის გზაზე.
ნატოს მინისტერიალის შედეგებს დღეს თბილისში აფასებენ. ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი, ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტი და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილები ჩვენი ქვეყნის მისამართით. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მინისტერიალის შედეგები მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობასთან.
სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას და თბილისში გაკეთებულ შეფასებებს გაგვაცნობს.