საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ესპანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ესპანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობა სატრანზიტო თვალსაზრისით.
ვიზიტის ფარგლებში. დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ასევე ესპანეთის კონგრესსა და სენატში და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრთან.