საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა დღევანდელი დღის შესახებ ისაუბრა და ადამიანისათვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.