ცოტა ხნის წინ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევანი გააკეთა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დავით უსუფაშვილმა ხმა 54-ე საარჩევნო უბანზე მისცა. „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებზე შვილებთან ერთად მივიდა.
საკუთარი არჩევანი მისმა უფროსმა ვაჟმაც დააფიქსირა, რომელიც არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას.