ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი.
საქართველოს პირველი არხის პირველი დიქტორი ანდერძის თანახმად, მუხათგვერდის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ტელეწამყვანის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და პირველი არხის თანამშრომლებმა. საქართველოს პირველი არხის დიქტორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, აგრძელებდა გადაცემების წაყვანას რადიოშიც. მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გახსნილია დავით სოკოლოვის სახელობითი ვარსკვლავი.