დავით სერგეენკოს საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო იშვიათი დაავადების, სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა.

გენეტიკური და იშვიათი დაავადების მქონე პაციენტის მშობლები მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას ითხოვენ. ახალი გენეტიკური პრეპარატი ჯერ საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის და სპეციალისტები სწორედ პრეპარატის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს, რომ სახელმწიფო შეძლებს გარკვეული რესურსის გამონახვას.