პირველი არხის ეთერში საყოველთაო ჯანდაცვაზე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავით სერგეენკო პოლიტიკურად ანგაჟირებულად აფასებს.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები არ იხარჯება დაავადებების პრევენციაზე, არამედ მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე.
გადაცემაში ვაშაძის მიერ გამოთქმულ ფრაზაზე, რომ „ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს“ ჯანდაცვის მინისტრის მწვავე შეფასება მოჰყვა.