დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი თბილისს აჩუქა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ თბილისს გამწვანების მიზნით, რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი აჩუქა.
ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს.
დავით საგანელიძე უკვე მეხუთე წელია უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს. ამ დროისთვის 15 000-მდე ხეა დარგული.
ხეები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად დარგო.