„თვალსაჩინოა, რომ მმართველი ძალა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს”- ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დავით რაქვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის დასტური ბოლო პერიოდში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებებია. რაქვიაშვილის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთსა და ოსეთში განხორციელებული სცენარის გამეორებს აპირებს.