დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს
დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე უზენაეს სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
საქმე ეხება 2004 წელს მომხდარ მკვლელობას. პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილი მოკლეს.
საქმე მხოლოდ წლების შემდეგ გამოცხადდა გახსნილად.
2016 წელს ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა.