დავით მაღრაძემ საზოგადოებას საკუთარი ახალი კრებული გააცნო.
წიგნში მოხვდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ბარაქიანი მიწა“, რომელსაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. პრეზენტაციისთვის ადგილი წინანდალში შეირჩა.
ახალი კრებული დავით მაღრაძემ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში წარადგინა. წიგნი გამომცემლობა „ფავორიტში“ დაიბეჭდა და უკვე დღეიდან „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.