„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც ქალაქში ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების მოსახლეობისთვის რეგისტრაციაზე იმუშავებს. განცხადება დავით კირკიტაძემ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გააკეთა. სამუშაო ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ბერიძე უხელმძღვანელებს. მისი განმარტებით, შედეგის მისაღწევად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა საჭირო.