დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამ დრომდე კახეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში რჩება. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას ედავება. დაკავებულთან ამ წუთებში მისი ადვოკატი იმყოფება, შენობის გარეთ კი კირკიტაძის თანაგუნდელები იმყოფებიან, რომლებიც დაკავებულს უკანონო პატიმრად აცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.