თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. სამოქალაქო დავაზე მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები ახსნა-განმარტებების წარმოთქვამენ. თავდაცვის სამინისტრო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, ხოლო კეზერაშვილის ადვოკატები – საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. გამოძიების მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება, კერძოდ წვრთნები არ მიუღია.