დავით კეზერაშვილის სასამართლო

დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საჩივრის განხილვა დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარადგინონ. 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.