თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. აღნიშნულს ისინი უნდობლობას უცხადებენ და ფიქრობენ, რომ გავლენა პრემიერის არაერთმა განცხადებამ მოახდინა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ერევიან.