დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

„თიბისი გალერეაში“ ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც მხატვრის 130 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ექსპოზიციაზე, ოჯახის არქივში, სხვადასხვა ფონდსა და კერძო კოლექციაში დაცული ნამუშევრები გამოიფინა.

„თიბისისა“ და დავით კაკაბაძის ფონდის პროექტის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე საიუბილეო ღონისძიებაა ჩანიშნული.

ავტორები: ანა მასხარაშვილი, გიგა კიტია.

ახალი დღე