საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პროცესზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია დაიკითხა.
როგორც დარსალიამ განაცხადა, 2019 წლიდან, როდესაც კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, წარადგინა ერთი 200 000-ანი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესების სასარგებლო იყო. მისივე განცხადებით, მანამდეც საზღვრის დადგენისთვის უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წლის მდგომარეობით.
ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიზებულია.