დავით-გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. ლაშა ხვედელიძე უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა და ჩართული იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. პროკურორის განმარტებით, უსაფრთხოების საბჭომ მოიპოვა 1936-38 წლით დათარიღებული რუკის ასლი, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებში ექცეოდა, თუმცა მოწმის თქმით, ბრალდებულები ამ რუკის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ და დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში სხვა რუკით ხელმძღვანელობდნენ.