საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმე.
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის შემდეგ გახმაურებულ საქმეზე ბრალი უახლოეს მომავალში შეიძლება წარედგინოთ მაღალი თანამდებობის ყოფილ პირებს. პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირთა წრე უკვე იდენტიფიცირებულია, გამოძიება კი გრძელდება. საპატიმროდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილი საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა, რუკა კი, რომლის არ გამოყენებასაც ედავებიან, ხარვეზიანია.
1/200 000 მასშტაბის რუკაზე განსხვავებული პოზიცია აქვს თენგიზ გორდეზიანს. ის სამხარაულის ბიუროს მიერ აღნიშნულ რუკაზე ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილეობდა.