დავით გარეჯის საკითხზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის განახლებული კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით ზალკალიანმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს, კიდევ ერთხელ მოუწოდა, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.