მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია, ნეპოტიზმი, – ამ პრობლემეზე ისაუბრა მოსახლეობასთან ჭიათურის მერობის კანდიდატმა, დავით ჭუმბურიძემ.
მერის შუალედურ არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში ორგანიზაცია „მომავლის ჭიათურის“ დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე წარადგინეს.
დავით ჭუმბურიძეს მხარს უჭერენ პარტიები „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „შენების მოძრაობა.“