პატიმართა წამებაში ბრალდებული და ციხის ბუნტის საქმეზე დაუსწრებლად მსჯავრდებული დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა.
2013 წლიდან ინტერპოლით ძებნილი პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირება დღეს მოხდება. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით ერთ საათში დაეშვება.
დავით ჭაკუა ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. დავით ჭაკუას საპყრობილეში 3 წლის და 9 თვის გატარება მოუწევს.