პატიმართა წამებაში ბრალდებული და ციხის ბუნტის საქმეზე დაუსწრებლად მსჯავრდებული დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა. 2013 წლიდან ინტერპოლით ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირება თბილისში დღეს მოხდება.
დავით ჭაკუა ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.