„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ლიდერებთან ერთად „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შიდა და გარე საფრთხეებზე, წინა საარჩევნო გარემოსა და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაზე. დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეოკუპაციის საკითხების მოსაგვარებლად, დავით ბაქრაძესა და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები პერიოდულად საპარლამენტო უმცირესობის ფორმატშიც გაიმართება.