მმართველი გუნდი სახელმწიფოს ღალატს უწოდებს დავით ბაქრაძის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელზეც ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, დოკუმენტის იმ პუნქტში, სადაც ომის დაწყებაზეა საუბარი, იყო კომპრომისი, თუ ვწერთ რომ რუსეთი ოკუპანტია, უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც.
ბაქრაძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც. ნინო ბურჯანაძის თქმით, ნათელია, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლება მოქმედებდა მთავარი პრინციპით, ნებისმიერ ფასად გადაერჩინა ხელისუფლება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს კომპრომისი საჭირო იყო იმისთვის, რომ რეზოლუცია გაფორმებულიყო და ამით ქვეყანამ გრძელვადიანი სარგებელი ნახა.