დავით ბაქრაძის ბრიფინგი

დავით ბაქრაძე  ფიქრობს, რომ რუსეთი სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თავის სასიკეთოდ იყენებს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ჰააგის სასამართლოში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე, ოკუპანტი საპასუხო სარჩელში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის  ციტატებს იყენებს.

ბაქრაძის განმარტებით, ციტატები ზურაბიშვილის მიერ გამოცემული წიგნიდან არის მოყვანილი, სადაც ის ოკუპირებულ ტერიტორიებს დაკარგულს უწოდებს.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ ცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს.