დავით ბაქრაძემ საოკუპაციო ხაზთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა

რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს დღეს ერგნეთში. “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერებმა, ცხინვალიდან ერთ კილომეტრში ათი წლის წინანდელი აგვისტოს დღეები გაიხსენეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართველი ხალხი ოკუპაციას არ უნდა შეეგუოს.