„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ავტობუსით, მოძრავი საარჩევნო ოფისით მივიდა.
დავით ბაქრაძემ მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.