ამბროლაურში მხარდაჭერებს შეხვდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. ადგილობრივები რეგიონში ჰესის მშენებლობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. ამ საკითხის გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე , უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.