უკრაინას რუსეთთან მეგობრობის შეთანხმება აღარ აკავშირებს. პეტრო პოროშენკომ ხელშეკრულება გააუქმა. კიევში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინა რუსეთთან წარსულში გაფორმებულ ყველა შეთანხმებას ეტაპობრივად ბათილად ცნობს.
პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად კიევი მოსკოვთან რელიგიური კავშირების გასაწყვეტადაც ემზადება. ლევან ახალაია არკვევდა, რატომ არ სურს რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალია და დგას თუ არა მსოფლიო მართლმადიდებელი სამყარო განხეთქილების ზღვარზე.