დავა ისტორიის სახელმძღვანელოს გარშემო - განათლების სამინისტროს პოზიცია
ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო და კონკრეტული ფაქტები, სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, კვლავ ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ კრებულში როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფაქტებიც უნდა იყოს ასახული. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი უახლესი ისტორიიდან, ოპოზიცია კი მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს.
ოპოზიციის საპასუხოდ, განმარტებებს აკეთებს განათლების სამინისტრო.