ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე სადავო პუნქტის გარშემო ვნებათაღელვა მძაფრდება.
ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ამჯერად მიზეზი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა განცხადებაა. მარტის ბოლოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ დელეგაცია რეფორმების პროცესის შეყოვნებაზე საუბრობს და გარკვეულ შენიშვნებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიმართაც გამოთქვამს. უკრაინულიდან პირდაპირ თარგმნილ ქართულ პროექტში ასამბლეის თანამომხსენებლები უფრო მეტად პიროვნულ მიდგომას ხედავენ და მისი პოლიტიკური ნიშნით გამოყენების რისკების თავიდან ასაცილებლად სისტემური მიდგომის რეკომენდაციას იძლევიან. შეფასებას სხვადასხვანაირად კითხულობენ პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციის ნაწილი უკრაინული კანონის თარგმნილი ვერსიის ჩაგდებას და ახალი კანონპროექტის ინიცირებას ითხოვს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობის დროს პერსონიფიცირებას და მასში კონკრეტული გვარის ჩაწერას სწორედ ოპოზიცია ითხოვდა.