21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებთან ერთად, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაჟღერდა ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ამ ადამიანების წინაშე არსებობს. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოტენციურ ბენეფიციარებსა და ბავშვის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარებას, ასევე არსებული მხარდაჭერისა და გაძლიერების მექანიზმების, მათ შორის დღეს მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭო წელს პირველად ჩაერთო სოლიდარობის გლობალურ კამპანიაში, წლევანდელი კამპანიის გზავნილია „დავასრულოთ სტერეოტიპები“.