პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ლუკა თევზაძე და ოთარ ვერულაშვილი ე.წ დაუმორჩილებლობის აქციის ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2000 ლარით დააჯარიმა. „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას ფაქტზე მტკიცებულებები არ წარუდგენია, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ჯარიმის გადახდას კი „ლელოს“ წევრები არ აპირებენ. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო მოძრაობა „საქართველოს“ 19 წევრი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები. ისინი უწყებაში მისვლაზე უარს ამბობენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ პროცესის წარმართვას.