დაუდგენელი ნივთიერება პარლამენტში და დაწყებული გამოძიება

ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხზე კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების გაყვანა გახდა საჭირო.

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. ახლა გამოძიება ადგენს, ვინ და რა სახის ნივთიერება შეიტანა დარბაზში, რის გამოც ორი დეპუტატი და აპარატის ორი თანამშრომელი ცუდად გახდნენ. სხდომის ჩაშლის მოტივით მმართველი გუნდი მომხდარში ოპონენტების კვალს ხედავს. სახელდება კონკრეტული გვარებიც „ევროპული საქართველოდან“.

დღის ბოლოს მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა აიღეს. თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, როგორ მოხერხდა გაურკვეველი ნივთიერების შეტანა შენობაში, სადაც მხოლოდ საშვებით დაიშვებიან.