ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის.
სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.