დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საქართველოში ოკუპაციის სიმბოლო იყო. 88 წლის დათა ვანიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. რუსი სამხედროების მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცია. ხურვალეთის მკვიდრს სახლი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია და არც საქართველოს მოქალაქეობაზე უთქვამს უარი. მისი ნაკვეთის გარშემო აღმართული ხელოვნური ბარიერი ოკუპაციის სიმძიმეს ყველაზე თვალნათლივ წარმოაჩენს. წლების განმავლობაში მავთულხლართებს აქეთ მცხოვრები ახლობლები და მეზობლები ხანდაზმულთან სტუმრობას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ვანიშვილთან საუბრით და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების განხილვით იწყებოდა ორად გაყოფილ ხურვალეთში მსოფლიო ლიდერების და პოლიტიკოსების ვიზიტი.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო, ხურვალეთის მკვიდრი რამდენჯერმე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშიც აღმოჩნდა.

მოამბე