სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებზე მომზადებული დასკვნა განიხილეს და კენჭი უყარეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. თითოეული მსურველისთვის კენჭისყრა სათითაოდ მოხდა. ამის შემდეგ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც ყველა კანდიდატს წარადგენენ, თუმცა კენჭს მოსმენის გარეშე უყრიან. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.