ჭყონდიდელის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილ მოზარდს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს დღეს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც, მედიკოსებმა მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ წუთებში 16 წლის მოზარდი პირველი სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ის საავადმყოფოში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიიყვანა. მოზარდს მუცლის ღრუში ცივი იარაღით შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, დაზიანებული იყო მსხვილი და წვრილი ნაწლავი, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ჭყონდიდელის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება 2 მარტს მოხდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტის დროს სამ არასრულწლოვანს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.