ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ხუთი წლის და ორი წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. რთული მდგომარეობის გამო, უმცროსი ბიჭი რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მცირეწლოვანი რეანიმაციაშია მოთავსებული და მდგომარეობა მძიმედ ფასდება, თუმცა, ექიმის შეფასებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.